2023 წელს გარდაცვლილები

68 წლის ასაკში მსახიობი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა

Befunky

68 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს.

"გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი". – წერია თუმანიშვილის თეატრის განცხადებაში.

დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის თეატრში. აღდგენილი და დადგმული აქვს მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი ჩვენი პატარა ქალაქი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში კარიერი, სახლი ლესნაიაზე, მარადისობის კანონი, ტერანგი, ახალი არკადია, ქველი, მარტოხელა მონადირე, დათა თუთაშხია, ვირთხა, ვალსი პეჩორაზე.

კომენტარები