პრეზიდენტი პარლამენტში

კობახიძე ზურაბიშვილზე: ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ – ეს არის ოპოზიციის რიტორიკა

დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არ გვქონდა და ვერ გვექნებოდა. მთავარი არის, რომ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ შარშან საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, რომ ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი.

როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება. 

კომენტარები