პრეზიდენტი პარლამენტში

კაპანაძე: უპასუხისმგებლობის თეატრი იყო დღეს პარლამენტში

უპასუხისმგებლობის თეატრი იყო დღეს პარლამენტში. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა, როგორი იყო რეგლამენტი და რომ კითხვა-პასუხი არ იყო გათვალისწინებული პროცედურით. თუმცა, პოლიტიკურად ლეგიტიმური იყო მისი მოთხოვნა, რომ მიეცათ საშუალება კითხვებზე პასუხი გაეცა. ოღონდ ამის გამო პარლამენტიდან წასვლა, სრულიად გაუმართლებლდ მიმაჩნია.

კრიტიკას ვერ უძლებს ოცნების გადაწყვეტილება, რომ არ მიეცა საშუალება პრეზიდენტისთვის კითხვებზე პასუხი გაეცა. ამისთვის მარტივი რამ უნდა გაეკეთებინათ - მიეცათ საშუალება, პროცედურაზე გამოსვლის ქოლგის ქვეშ, ეპასუხა კითხვებზე. არაფერიც არ დაირღვეოდა

და იმ არგუმენტის მოყვანა, რომ პროცედურა და რეგლამენტი უხეშად დაირღვეოდა, მაშინ როდესაც რეგლამენტის და კანონის უხეში დარღვევით, არც ერთი მინისტრი არ მოდის დებატებზე, ხოლო მათი უმრავლესობა წერილობითაც კი არ პასუხობს კითხვებს, სრულიად უსაფუძვლოა და გაუმართლებელია.

მოკლედ ოცნებამ მორიგჯერ "ისახელა თავი". მათი "უფროსიც" ფრიად კმაყოფილი იქნება.

კომენტარები