პრეზიდენტი პარლამენტში

ბესელია: პირადად მე კითხვა არ მიჩნდება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით

პირადად მე კითხვა არ მიჩნდება საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, ეს კითხვები არა მაქვს. ამის მიუხედავად, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ პარლამენტს ესაუბროს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებელია, მოხდეს პარასკევს. ვფიქრობთ, რომ ალბათ, თავად პრეზიდენტი გააკეთებს იმ აქცენტებს, რაზეც მას მიაჩნია, რომ პარლამენტისთვის მიმართვა იყო საჭირო. მოვუსმენთ და შემდეგ დებატების გარეშე პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა.

გიორგი მარგველაშვილმა მთავრობასა და პარლამენტს 5 ნოემბერს მოუწოდა, მთავრობის უახლოესი სხდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და NATO-სთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამართულიყო.

კომენტარები