პრეზიდენტი პარლამენტში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება

ტაბულა / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება. პარტიის წევრების ამბობენ, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. თინა ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილმა პრეზიდენტის სკამი უყიდა. 

„არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში თავისი პირველი მოხსენებით წარდგება. 

კომენტარები