ნიკა გვარამიას საქმე

იოსელიანი გვარამიაზე: პოლიტიკურ პატიმრობაზე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვისაუბრებ

მე როცა პოლიტიკაში ვიყავი, ვაკეთებდი პოლიტიკურ შეფასებებს, როგორც სახალხო დამცველი, ამ კითხვაზე პრინციპულად არ გავცემ პასუხს. ჩემი შეხედულებები მათთან [ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით ამ ნაწილში რაც იყო როცა პოლიტიკაში ვიყავი, რჩება იგივე. ერთთან დაკავშირებითაც და მეორესთან დაკავშირებითაც მე ჩემი პოზიცია მაქვს დაფიქსირებული. მე დღეს კანონი აღარ მაძლევს საშუალებას, რომ რაღაც პოლიტიკური პრეფერენციები მოვახდინო ვინმეს მიმართ".

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული დასკვნა, რაც არის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული, სადაც მათ შორის ამ საკითხზე არის საუბარი, მე საჯაროდ ვთქვი, რომ ამ დასკვნას არ ემუქრება არანაირი საფრთხე. ნიკა გვარამიას ჰქონდა კითხვა, რომ იქნება თუ არა ეს დასკვნა გაგზავნილი მის საქმესთან ერთად, როცა ის გაასაჩივრებს სტრასბურგში, რაც დავუდასტურე, რომ არ ექნება პირადად ჩემი მხრიდან არანაირი შეფერხება. ამის იქით, რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობაზე ან არაპოლიტიკურ პატიმრობაზე როგორც სახალხო დამცველი მე არ ვისაუბრებ. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით წინა სახალხო დამცველს აქვს თავისი დასკვნა ჩამოყალიბებული, გამოხატული. ამ ნაწილში არის მსჯელობა განვითარებული და პოზიცია არის გადმოცემული და მე ამ დასკვნას ვიღებ, ამ დასკვნას ვეთანხმები.

თქვა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა TV პირველის ეთერში.

კომენტარები