ჭადრაკი

მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

Europop.ge

ისტორიაში მეორედ ქართველი ქალი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონი გახდა. მერი არაბიძემ მონტენეგროში გამართული ჭადრაკის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

არაბიძემ ჩემპიონატი მარცხის გარეშე, 11 შესაძლო ქულიდან 8.5 ქულით დაასრულა. მეოთხე და მერვე ადგილები ასევე ქართველმა სპორტსმენებმა სალომე მელიამ და ლელა ჯავახიშვილმა დაიკავეს.

ჩემპიონატში სულ 135 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათგან 9 ქალთა მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

მერი არაბიძე 2015 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე მიღებული აქვს საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების არაერთი პრიზი. 

ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე, 2017 წელს გაიმარჯვა.

კომენტარები