ჭადრაკი

WSJ: ამერიკელმა დიდოსტატმა ჭადრაკის თამაშისას სავარაუდოდ 100-ჯერ მაინც ითაღლითა

გასულ თვეს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა 19 წლის ამერიკელი დიდოსტატი, ჰანს მოკე ნიმანი მოტყუებით თამაშში დაადანაშაულა. 19 წლის ნიმანმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ჭადრაკის თამაშისას მხოლოდ ორჯერ იცრუა - ერთხელ 12 წლის, მეორედ - 16 წლის ასაკში.

თუმცა, Chess.com-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, ნიმანმა თამაშისას იმაზე მეტჯერ იცრუა, ვიდრე ის თავად აღიარებს. 

მონაცემების მიხედვით, ნიმანმა, 2020 წლის შემდეგ სავარაუდოდ, ონლაინ თამაშისას 100-ჯერ მაინც მიიღო უკანონო დახმარება. თამაშთა ნაწილი საპრიზო თანხასაც ითვალისწინებდა. საიტი თაღლითობის აღმოსაჩენად განსხვავებულ ხერხებს იყენებს: მათ შორის ერთმანეთს ადარებს მოთამაშისა და კომპიუტერის რეკომენდებულ სვლებს, ამასთაანვე, ონლაინ მატჩს ადარებს მოთამაშის ადრინდელ პარტიებს.

WSJ  მიმოიხილავს მასალას, სადაც ვკითხულობთ, რომ ნიმანმა პირად საუბრებში აღიარა ბრალდებები და მას საიტის გამოყენებაც დროებით აეკრძალა.

Chess.com, როგორც წესი, თაღლითობის შემთხვევებს არასაჯაროდ უმკლავდება - ნიმანის შემთხვევაშიც 2020 წელს ასე მოიქცა. თუმცა, პლატფორმამ წესი გასულ თვეს დაარღვია და უკვე საჯაროდ განაცხადა ნიმანისთვის თაღლითობის გამო საიტზე წვდომის შეზღუდვაზე, რადგან ამ უკანასკნელის შესახებ საჯაროდ თავდაპირველად მოთამაშემ ისაუბრა. 

ნიმანის საჭადრაკო რეიტინგი აჩვენებს, რომ ის, აშკარად, ნიჭიერი მოთამაშეა: მან ELO-ს რეიტინგში 2300-ს ქულას 2015 წლის ბოლოს მიაღწია. მას ორ წლზე მეტი დასჭირდა, რომ 2400-ზე მეტი სარეიტინგო ქულა მიეღო. დიდოსტატის სტატუსს კი უკვე 17 წლის ასაკში 2021 წლის იანვარში მიაღწია. 

კომენტარები