ჭადრაკი

6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, თათვაძემ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული", - წერია ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე. 

კომენტარები