აჭარა

ქობულეთში ავტომობილს ხე დაეცა, დაიღუპა 1 ადამიანი

ინტერპრესნიუსი

ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ძლიერი ქარია ბათუმშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარიდან ათობით შეტყობინებაა შესული ძლიერი ქარის გამო დაზიანების შესახებ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.

კომენტარები