იტალია

იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს – მედია

იტალიის ქალაქ ბარიში სახლში მყოფ 32 წლის ქართველ ქალს კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

გამომძიებლების ცნობით, დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.

სამართალდამცავები ეჭვმიტანილ პირს ეძებენ.

კომენტარები