ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ, ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე, ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ "მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში". მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი.
საქართველოს მთავრობა
წულუკიანი: არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას, ვუსამძიმრებ კულტურის პოლიტიკის კრიტიკოსებს
tbl.ge/6bgw
დაკოპირდა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მისი ჯანდაცვის მინისტრად გადაყვანა იგეგმება.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




