შალვა რამიშვილი

რამიშვილი: ჩერგო ის მაგალითია, როცა საჯარო ცხოვრება უფრო დიდი კომპრომატია, ვიდრე ჩანაწერი

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორისა და ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook პოსტს ეხმაურება და წერს, რომ ჩერგოლეიშვილი ის უიშვიათესი მაგალითია, როცა საჯარო კადრები და ცხოვრება ბევრად უფრო დიდი კომპრომატია - ვიდრე ნებისმიერი ფარული ჩანაწერი.

"როცა ადამიანს შეიძლება უხამს, მაგრამ არა დანაშაულებრივ საუბრებს უქვეყნებ და მერე ამ ფარული და მიჭრილ-  მოჭრილი ჩანაწერით მის ზნეობაზე აპელირებ, უნდა იყო მზად რომ კარმა ბუმერანგივით დაგიბრუნდება. ზუსტად ისე, როგორც კეზერას და სამხარაძეს დაუბრუნდა. ჩერგოს რაც შეეხება, ეს ის უიშვიათესი მაგალითია, როცა საჯარო კადრები და ცხოვრება ბევრად უფრო დიდი კომპრომატია - ვიდრე ნებისმიერი ფარული ჩანაწერი." - წერს რამიშვილი Facebook-ზე.

რამიშვილის ეს კომენტარი თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს მოჰყვა, სადაც იგი წერს, რომ რამიშვილი პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებით იმუქრება.

"ლაყე კვერცხო, შენ იმ კაცს ემსახურები, ვინც საკუთარი თავდაცვის მინისტრის პირადი ცხოვრების დეტალები პრესკონფერენციაზე მოყვა, ხოლო საკუთარ საგარეო მინისტრს - “ტიგრიცა” ეძახა მთავრობის სხდომაზე, ასევე პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე დაყრდნობით!

განსხვავება ისაა, რომ ის ხალხი  არავის არაფერს უშავებდა, პატარა გოგოებს არ ემუქრებოდა მამაშვილური გაუპატურებით! თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და დაუნგრიეთ!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მანამდე, შალვა რამიშვილი ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც რამიშვილისა და ანანია გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს.

"თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა -  არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება." - წერს შავლა რამიშვილი.

კომენტარები