შალვა რამიშვილი

რამიშვილი: თქვენ პეპლებზე საუბრობთ არასაჯაროდ? გაიხსნება თქვენი წარსულის კარადა

დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა -  არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები “წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე.

წერს  ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი Facebook-ზე. შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემაც დაადანაშაულა. ჩანაწერი, რომელიც რამიშვილისა და გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს, ტელეკომპანია ფორმულამ 25 მარტს გაავრცელა,

კომენტარები