ავტოკეფალიის აღდგენის დღე

პრეზიდენტი: პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია

გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა.

ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს.

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

კომენტარები