EU-საქართველო

დარჩიაშვილი: EU-ს დროშა არა მხოლოდ აქციებზე, არამედ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს

ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, არამედ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ჩვენი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია - ძალიან აუცილებელი და დროული.

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე.

კომენტარები