კრიმინალი

თავდასხმის ინსცენირებით უკანონოდ დაეუფლნენ 150 000 ლარს – შსს-მ ძმები დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი – 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან – ჯ.ხ.-სთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150 000 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები