Google-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ვერსია, სახელწოდებით - Bard შექმნა, რომელსაც კითხვებისთვის ადამიანის მსგავსი პასუხების გაცემა შეუძლია.
ჯერჯერობით Bard ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლისთვის იქნება. მისი გამოყენება მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ინგლისურ ენაზე იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ იგეგმება მისი შესაძლებლობისა და მასშტაბების გაფართოება.
"მნიშვნელოვანია, რომ Google-მა ამ სივრცის ათვისება დაიწყო, რადგან ეს სწორედ ის მიმართულებაა, საითაც სამყაროს მომავალი მიდის". - აღნიშნა Google-ის სპეციალური პროექტების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ადრიან აუენმა.
ნოემბრის თვეში Microsoft-ის მხარდაჭერილმა სტარტაპმა, OpenAI-მა ჩატბოტი - ChatGPT შექმნა, რომელსაც კითხვებისთვის პასუხების გაცემა, ნაშრომების დაწერა და ნებისმიერ თემაზე მცირე ანგარიშის მომზადება შეუძლია. ამან Google-ის დომინაცია ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა 3-თვიანი მუშაობის შემდეგ Google-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ვერსია გამოუშვა.
Bard-ის მსგავს ტექნოლოგიაზე Google-ი 2015 წლიდან მუშაობს, თუმცა ცდომილებების გამო კომპანია მისი გასაჯაროებისგან აქამდე თავს იკავებდა. Google-ში აღიარებენ, რომ მცდარი ინფორმაციის გენერირების პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არაა, თუმცა ამაზე მუშაობას და მის დახვეწას განაგრძობენ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



