რუსეთი-აშშ

რუსეთი: საზღვართან აშშ-ს ბომბდამშენების გამო, Су-35-ები ავაფრინეთ

Су-35

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ბალტიის ზღვაზე მას შემდეგ აფრინდა, რაც აშშ-ის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი რუსეთის საზღვრის მიმართულებით მიფრინავდა. 

"20 მარტს, ბალტიის ზღვაზე დასავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალების სარადარო დანადგარებმა ორი საჰაერო სამიზნე შენიშნეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მოფრინავდა". - წერს Telegram-ზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, სამიზნეები აშშ-ს საჰაერო ძალების B52H სტრატეგიული ბომბდამშენები იყო. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ Су-35 მოიერიშე თვითმფრინავი აფრინდა ჰაერში საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად და  ”მას შემდეგ, რაც უცხოური სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს მოსცილდა, რუსული გამანადგურებელი დაბრუნდა ბაზაზე”.

კომენტარები