გრეტა ტუნბერგი

ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტმა საპატიო დოქტორის ხარისხი ტუნბერგს მიანიჭა

ჰელსინკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტმა საპატიო დოქტორის ხარისხი ეკოაქტივისტს, გრეტა ტუნბერგს მიანიჭა.

ტრადიციისამებრ ჰელსინკის ფილოსოფიის, თეოლოგიის, ვეტერინარული და იურიდიული ფაქულტეტები საპატიო დოქტორებს ასახელებენ. დოქტორის წოდება Honoris causa უნივერსიტეტის უმაღლესი აღიარებაა. 

უნივერსიტეტის ცნობით, წელს საპატიო დოქტორად მსოფლიოს 30 გამორჩეული პიროვნება შეირჩა.

გრეტა ტუნბერგი 2018 წელს საკუთარ სკოლასთან კლიმატის ცვლილებას აპროტესტებდა სოციალური მედიის დახმარებით. დროთა განმავლობაში მას ახალგაზრდა მხარდამჭერები გამოუჩნდნენ. ერთ წელიწადში 16 წლის აქტივისტი ნობელის პრემიის ნომინანტი და, გამოცემა Time-ის აზრით, 2019 წლის ადამიანი გახდა.

კომენტარები