ევროპული საქართველო

როგორ დავიცვათ ევროპული მომავალი - 21 მარტს ევროპული საქართველო კონფერენციას გამართავს

ხვალ, 21 მარტს, 13:00 საათზე რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება კონფერენცია
სახელწოდებით – როგორ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. ევროპული საქართველოს ლიდერები და პარტნიორი ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას არსებული კრიზისის და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებთან დაკავშირებით.

შეხვედრას დაესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, NGO- სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე გაიმართება პროექტის - ევროპული არჩევანის მცველი - პრეზენტაცია და ასევე, მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ქართული თუ რუსული ოცნება? - ჩვენება.

კომენტარები