რუსეთი-ჩინეთი-უკრაინა

პუტინი პეკინის სამშვიდობო გეგმაზე: რუსეთი ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებების პროცესისთვის

Украинская правда

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ, სი ძინფინგმა კრემლში მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, შეხვედრისას პუტინმა სი ძინფინგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევა პირადად მიულოცა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან გულდასმით შეისწავლა ჩინეთის გეგმა "უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებასთან" დაკავშირებით.

მისი თქმით, პეკინის გეგმის განხილვა შესაძლებელია და "რუსეთი ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებების პროცესისთვის".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი თვალყურს ადევნებენ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში და ელიან, რომ პეკინი მოსკოვზე თავის გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

სი ძინფინგი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს ქვეყნის გარეთ ჩინეთის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას სი ძინფინგს "ძველი კარგი მეგობარი" უწოდა. პუტინის წერილი ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტამდე გამოქვეყნდა - ამით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ იგი გლობალურად იზოლირებული არაა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ლიდერების მყარი კავშირი.

კომენტარები