რუსეთი-ჩინეთი

"ძველი კარგი მეგობარი" – პუტინი სი ძინფინგზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინელ კოლეგას სი ძინფინგს "ძველი კარგი მეგობარი" უწოდა. პუტინის წერილი ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტამდე გამოქვეყნდა - ამით რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ იგი გლობალურად იზოლირებული არაა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ლიდერების მყარი კავშირი.

გუშინ, 19  ჩინური გაზეთისთვის დაწერილ სტატიაში, პუტინი მიესალმა ჩინეთის მზადყოფნას შეასრულოს ის, რაც მან დაახასიათა, როგორც "კონსტრუქციული როლი" უკრაინის "კრიზისის" გადაჭრაში.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ და "მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ". 

30 იანვარს გავრცელებული რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა სი ძინფინგი რუსეთში მიიწვია, შეხვედრა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. 

კომენტარები