ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი

ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

Sky News-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის სწორი ინსტიტუტი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს უკვე აშკარა ხდება". - თქვა მან. 


უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".

მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს. 

კომენტარები