მოლდოვა-რუსეთი

მოლდოვამ გაზპრომისგან ბუნებრივი აირის მიღებაზე სრულად უარი თქვა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის თქმით, მოლდოვამ რუსული კომპანია გაზპრომისგან ბუნებრივი აირის მიღებაზე სრულად უარი თქვა.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, დეკემბრის თვიდან გაზპრომი ბუნებრივ აირს მხოლოდ დნესტრისპირეთის რეგიონს აწვდიდა. თუმცა მისივე თქმით, დნესტრისპირეთი არასდროს უხდიდა გაზპრომს მიღებული ბუნებრივი აირის საფასურს.

"დნესტრისპირეთს აქამდე არასდროს გადაუხდია ბუნებრივი აირის საფასური და არც ახლა იხდის. გაზპრომი მიჩვეულია მისგან ვალებს. თუმცა მოლდოვის სხვა რეგიონებთან მიმართებაში ის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მიმართავს". - აღნიშნა პარლიკოვმა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის $300 მლნ-იანი კრედიტის წყალობით, მოლდოვამ შეძლო დასავლეთის ქვეყნებისგან მიწოდების უზრუნველყოფა.

კომენტარები