ფული არის მათი [დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი] ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, ნაცმოძრაობის რესურსი რაც არის, ისინი ეცდებიან, რომ შეინარჩუნონ. რამდენად მოახერხებენ ამ დაახლოებით 30%-იანი რესურსის შენარჩუნებას, ვნახოთ. მე მეეჭვება, თუნდაც იმ რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც ამ 3 ადამიანს აქვს. უბრალოდ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც ქართული ჯარის ძარცვისა და ბიზნესის რეკეტის ხარჯზე მულტიმილიონერი გახდა. დღეს ის არის ენმ-ში მთავარი ლიდერი. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, მეორე ფრონტს გახსნიან და ა.შ. ისიც იყო 7 ნოემბრის, 26 მაისისა და ტელეკომპანია იმედში შემოჭრის ავტორი - ერთი კორუმპირებული, უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა ჩვენთვის საჩუქარია. დავით კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი გვაჩუქა. დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კობახიძე: კეზერაშვილი არის ჩვენი სეკრეტ სანტა, რომელმაც მერაბიშვილი და ხაბეიშვილი გვაჩუქა
tbl.ge/6b3a
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრის დროს.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძეერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმდავით კეზერაშვილილევან ხაბეიშვილივანო მერაბიშვილი
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი დეკანოიძეზე: ახლა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს
- დეკანოიძე მერაბიშვილზე: თუ შორიდან საუბარი არის მისი ჩრდილოვანი გავლენა, ეს არ იმუშავებს
- დეკანოიძე ენმ-დან წასვლაზე: ეს თანამშრომლობა დასრულდება, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ
- ხაბეიშვილი: კობახიძემ რომ ჩემზე თქვას, კარგი კაციაო, შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდე
- მერაბიშვილი: ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება რეალობას ვერ შეცვლის