ლარი დოლართან 0.16 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.77 თეთრით გამყარდა. 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5867 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7520.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.63 ლარია, ხოლო ევროსი - 2.79 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.59 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.75 ლარად.





