დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო სროლებში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ აბრალებენ, რომ საზღვარზე ცეცხლი გახსნეს. შეტაკებები კვლავ ვერინ-შორჟასა და ქალბაჯარის რაიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 მარტს 19:00-დან 19:30-მდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ პოზიციებს ვერინ-შორჟის მიმართულებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ რომ 13 მარტის საღამოდან 14 მარტის დილამდე აზერბაიჯანის პოზიციებს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი 19-ჯერ გაუხსნეს. მათივე თქმით, მიიღეს "ადეკვატური საპასუხო ზომები". ამას  გარდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხოჯალის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციებს სომხურმა სეპარატისტულმა შენაერთებმა ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები