ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე, ყველამ გაიგო, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიც არის, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება,PVT-ს გაყალბება,ეკლესიის გინება, LGBT პროპაგანდა და პროვოკაციების მოწყობა სამხრეთ ოსეთს ე.წ საზღვართან, ეს ორგანიზაციები სინამდვილეში არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა საზოგადოებას. შესაბამისად, მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის, რომ ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, NGO-ების ხელით ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა და მადლობას ვუხდი ხალხის ძალის გუნდს, რომელმაც დააინიცრა კანონპროექტი და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
tbl.ge/6aw7
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა "რუსული" კანონი II მოსმენით ჩააგდო.
ამავე თემაზე
- ყიფიანი აგენტებზე: არ მითქვამს, რომ გაწვევა იყო სწორი ან არასწორი, მედალს ორი მხარე აქვს
- იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა POSTV ასრულებს – ეთიკის ქარტია
- კაჭარავა აგენტებზე: ამ კანონს მიიღებს საქართველო მომავალში, შეიძლება, ზუსტად იმ თაობამ
- თორნტონი: პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებზეა, რომ ოცნებაზე 2024 წელს უარი თქვან
- ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიით – TDI