ჩინეთი

სი ძინფინგი ჩინეთის პრეზიდენტი მესამე ვადით გახდა

სი ძინფინგი

სი ძინფინგი ჩინეთის პრეზიდენტი მესამე ხუთწლიანი ვადით გახდა.

სი ძინფინგის ეროვნული სახალხო კონგრესის მიერ დანიშვნა დიდი ხნის წინ ნავარაუდები იყო, რადგან ჩინეთის ლიდერმა პოტენციური ლიდერები ჩამოიშორა და კომუნისტური პარტიის მაღალი რიგები საკუთარი მხარდამჭერებით შეავსო მას შემდეგ, რაც ძალაუფლებაში 2012 წელს მოვიდა.

სიმ ეროვნულ სახალხო კონგრესში მიიღო 2 952 ხმა 0-ის წინააღმდეგ. კონგრესის წევრებს მმართველი პარტია ნიშნავს. 

გასული წლის ოქტომბერში სი ძინფინგი მესამე ვადით გახდა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, რითიც დაირღვა ჩინელ ლიდერთა მიერ ყოველ ათწლეულში ერთხელ ძალაუფლების გადაცემის ტრადიცია. აქამდე ჩინეთის კონსტიტუციიდან ამოშალეს კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის ლიმიტი ორი ვადით არჩევა იყო.

რადგან არ არსებობდა კანდიდატების სია, შეიძლება ითქვას, რომ სი ძინფინგი და სხვა თანამდებობეზე დანიშნული პირები უკონკურენტოდ იყვნენ. არჩევნების პროცესი დიდწილად გასაიდუმლოებულია იმ პროცესის გარდა, როცა კონგრესის წარმომადგენლები ხალხთა დიდი სასახლის ფართო დარბაზში ყუთში ოთხ ბიულეტენს აგდებენ.

პრეზიდენტობის გარდა, სი ძინფინგი ერთხმად დასახელდა 2-მილიონიანი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მთავარსარდლად.

კომენტარები