რუსული კანონი

მამუკა მდინარაძემ 10 მარტს ჩანიშნული პლენარული სხდომისა და კენჭისყრის პროცედურები განმარტა

მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში 10 მარტს ჩანიშნული პლენარული სხდომისა და კენჭისყრის ჩატარების პროცედურები განმარტა.

"მომდევნო სასესიო კვირამდე ამ საკითხის [რუსული კანონის გაწვევის] განხილვა შეუძლებელია, ერთადერთი შანსი იყო, თუ პრეზიდენტი ჩანიშნავდა რიგგარეშე სხდომას, მაგრამ პრაქტიკაში ჩნდებოდა იმის საფრთხე, რომ კიდევ ვიღაცას საზოგადოებისთვის ახალი ტყუილი შეეთავაზებინა გადავადებასთან დაკავშირებით. კიდევ ვიღაცებს მცდელობა ექნებოდათ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ ამ ყველაფრის გამოსარიცხად: კომიტეტი ვერ ტარდება სასესიო კვირაში, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე მიმართეს კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განხილვაზეც უარს ამბობენ, ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ: იურიდიულმა კომიტეტმა მიიწერა, რომ არ განვიხილავთ საერთოდ ამ კანონს, რადგან ავტორები განხილვის წინააღმდეგები არიან და ვინაიდან კომიტეტის ჩატარება არ არის საჭირო, პირდაპირ ბიუროს წარედგინება ეს საკითხი და ბიუროს შეუძლია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე, ამან გააჩინა იურიდიული საშუალება, რომ ამავე კვირაში ჩავატაროთ პლენარული სხდომა და ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, უკვე რეალიზებული იყოს". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები