როფორც მოგეხსენებათ გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა, ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან მითუმეტეს, სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, იყო ინფორმაციაც, იყო კონკრეტული მოლოდინებიც გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დილას გავახმოვანეთ.
რუსული კანონი
კობახიძე: არაფრის ფასად გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება
tbl.ge/6aus
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




