რუსული კანონი

მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მოთხოვნის დამყენებლებს არ გაუხარდათ

ფაქტია და შეგვიძლია, ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ - ლოგიკაა მარტივი, რაც ხელის გულზე დევს როგორც ჩანს, მოთხოვნის დამყენებლებსაც კი ჩვენი ეს გადაწყვეტილება არ გაუხარდათ. ფაქტია, რომ ვინც ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მოისმინა და კვლავ ცდილობს რევოლუციური მუხტის შენარჩუნებას და ა.შ. მას სინამდვილეში და რეალურად ეს ჩვენ მიერ მიღებული პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ გაუხარდა. მათ ეს ხელს არ აძლევთ. 

ადამიანს, რომელიც რაღაცას აპროტესტებს - შეცდომაში შიეყვანეს, რაღაცას გულწრფელად ფიქრობს, არაგულწრფელად თუ ა. შ. რაღაც რომ აქვს მიზნად დასახული და ამას მიაღწევს, ეს აბსოლუტურად სხვა მიზანია და მათ სხვა მიზნები აქვთ. მათ უნდათ ქვეყნის არევა, ქაოსი, ომში ჩართვა...

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რუსული კანონის უკან გაწვევაზე საუბრისას.

კომენტარები