დარბევა დაიწყეს მათ და მე ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, რომ კარგად გაიაზრეთ, როდესაც ასეთ უსამართლო განცხადებებთ აკეთებთ. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს. ნუ გვაქვს ხოლმე რაღაც უეცარი აღტკინებები. არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ, ყველამ კარგად გავიაზროთ - ეს მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული, რომ უკან იყოს გათხოვნილი კანონი, არის დღესაც. შეხედეთ, ხალხი აქ დგას - რატომ ესვრიან ცრემლსადენ გაზებს? რატომ იყენებენ ძალას? ამაზე უნდა მოვთხოვოთბ პასუხი ხელისუფლებას და ჩვენს ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მე რაც გავაჟღერე, იყო ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გავლილი და ყველასთან შეთანხმებული. ეს იყო საერთო პოზიცია და ამას ხალხმა მხარი დაუჭირა.