რუსული კანონი

ბერლინში ემიგრანტები მხარდამჭერ აქციას – #არარუსულკანონს გამართავენ

თბილისის პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების მხარდასაჭერად დღეს, ბერლინში აქცია #არარუსულკანონს გაიმართება.

"საქართველოს მთავრობამ 7 მარტს პირველივე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ". ქართულმა ოცნებამ გასაპროტესტებლად შეკრებილი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასარბევად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ქართველი ემიგრანტები გერმანიაში ვუერთდებით თბილისში გამართულ აქციას და უარს ვამბობთ რუსულ კანონზე". - წერია აქციის აღწერაში.

აქცია ბერლინის დროით 17 საათზე ბუნდესკანცლერის აპარატთან (Willy-Brandt-Straße 1, 10557 Berlin) გაიმართება.

კომენტარები