რუსული კანონი

"მონა" - აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს

სქრინი ვიდეოდან TV პირველი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს. მას ტერიტორიის დატოვება შეძახილების - "მონა, მონა" - ფონზე მოუწია.

ომბუდსმენი აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა, კითხვაზე, შსს-ს გამოყენებული ძალა იყო თუ არა პროპორციული, თქვა, რომ "ამ წუთში კონკრეტულად ამ შეფასების გაკეთება გამიჭირდება [არის თუ არა გამოყენებული არაპროპოციული ძალა], იმიტომ, რომ ვეცნობი აქ არსებულ მდგომარეობას".

"დავრჩები მანამდე, სანამ ამ ადამიანების უსაფრთხოებას რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმყოფები აქ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად" - თქვა იოსელიანმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შსს-მ წყლის ჭავლი გაუშვა, გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. მას შემდეგ, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მიიღო, პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. 

კომენტარები