რუსული კანონი

კობახიძე: ენმ-სთან დაკავშირებული NGO-ების გამჭვირვალობა ბერკეტია რადიკალიზმის შემცირებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი. ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად, ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის დასუსტებას, მაგალითად აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მემგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ასე შემდეგ. როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა, მაშინვე ამას ექნება ბუნებრივია პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა, თუნდაც დაფინანსებაზე, ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს  და ეკლესიის ინტერესებს და ყველაფერს იმას, რასთანაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის და აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმსა და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს და გამოიყენეს სპრეი.

კომენტარები