რუსული კანონი

იოსელიანი: ახლა გამიჭირდება შეფასება, შსს-მ გამოიყენა თუ არა არაპროპორციული ძალა, ვეცნობი

მოვინახულე ადამიანები, რომლებიც სასწრაფოსთან არიან და რომლებსაც გაზმა პრობლემები შეუქმნა მხედველობაზე... გავავრცელეთ განცხადება სახალხო დამცველის ოფისმა და მოვუწოდეთ შსს-ს, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა. 

ამ წუთში კონკრეტულად ამ შეფასების გაკეთება გამიჭირდება [არის თუ არა გამოყენებული არაპროპოციული ძალა], იმიტომ, რომ ვეცნობი აქ არსებულ მდგომარეობას. დავრჩები მანამდე, სანამ ამ ადამიანების უსაფრთხოებას რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმყოფები აქ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.

ახლადარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. 

პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს, გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. მას შემდეგ, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მიიღო, პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. 

კომენტარები