კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ვაშაძე: მდინარაძემ სცადა ჩემზე თავდასხმა, არ გამოუვიდა, მიიღო საკადრისი პასუხი

რაც შეეხება ფიზიკურ ინციდენტებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. გაუტეხლად, მედგრად ვდგავართ და ყოველთვის მივცემთ შესაბამის პასუხს და უფრო მეტიც, ვინქებით ყოველთვის ბრძოლისუნარიანები, იმიტომ რომ ჩვენ გვაძლიერებს თქვენი ერთიანობა, თქვენი დგომა და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, გამოდით, რომ ჩვენ ვიყოთ ბევრნი და მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ ეს ხალხი არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს. 

მდინარაძემ სცადა ჩემზე თავდასხმა, არ გამოუვიდა, მიიღო საკადრისი პასუხი და ყოველთვის მიიღებენ იმ პასუხებს, რომელიც არის ადეკვატური ამ სიტუაციაში. ეს არის სახე დაკარგული დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო ხალხთან არ აქვს. საზოგადოების ინტერესებთან არ აქვს და აუცილებლად. 

მარტო ვიყავი, ანა წითლიძე იყო და ყველა ერთად შეეცადა ჩემზე თავდასხმას, მიიღეს საკადრისი პასუხი. სხვა უმრავლეოსობის წევრებიც იყვნენ... გადმოვიდა შეურაცხყოფაზე, მიიღო შეურაცხყოფა და შემდეგ მიიღო ის რაც უნდა მიეღო. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ენმ-ის დეპუტატმა, ანა წითლიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას და ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და უმრავლესობის სხვა წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები