რუსული კანონი

შსს: აქციაზე სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიცია დაუყოვნებლივ აღკვეთს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, "არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს". 

"ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

ქართული ოცნება მოტყუებით, 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს რუსულ კანონს. პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

კომენტარები