რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლაშჩაკი: Leopard 2-ის ტიპის 10 ტანკი უკრაინაში მიმდინარე კვირას გაიგზავნება

უკრაინსკაია პრავდა 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა, რომ გერმანული წარმოების Leopard 2-ის დაპირებული 14 ტანკიდან 10 უკრაინაში მიმდინარე კვირას გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News პოლონეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი იყო პირველი დასავლელი მოკავშირეებიდან, რომელმაც უკრაინაში თანამედროვე Leopard-ის ტიპის ტანკები გაგზავნა. ვარშავა ასევე უზრუნველყოფს უკრაინისთვის PT-91 Twardy-ის ტიპის 60 ტანკის მიწოდებას.

აქამდე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედრო პერსონალი ამჟამად წვრთნებში მონაწილეობს, რომელიც შვიენტოშუვში [სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთი] მიმდინარეოებს და მათ გადამზადებაში პოლონელი, კანადელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები მონაწილეობენ.

კომენტარები