არ არის დასამალი, რომ იყო საბოტაჟის რისკი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, ამიტომ, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კანონპროექტზე, რომელზეც ასეთი სპეკულაციური ვნებათაღელვა შექმნეს ქვეყანაში, გამოგვეტანა ხუთშაბათს და გამოვიტანოთ ხუთშაბათს. მაგრამ არ გამოვრიცხავთ, ხუთშაბათსაც იგივე იყოს და ტრიუკები მოაწყონ.
ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას, რადგან თავდაცვის კოდექსი ვერ მოესწრო, დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს, მოესწროს ელემენტარულად და რაღაცა გადახვეული და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. დავიწყოთ და თუ გადავა ხუთშაბათს, გადავიდეს.





