აშშ-რუსეთი-ჩინეთი

განგი: ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობით, მსოფლიოს ექნება მამოძრავებელი ძალა

ჩინეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ გაგნმა, რომელიც აშშ-ში ჩინეთის ყოფილი ელჩია, 7 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მან აშშ-სთან და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

"შეკავება და ზეწოლა არ გახდის ამერიკას დიდებულს. ეს არ შეაჩერებს ჩინეთის განახლებას." - თქვა ცინ განგმა.

განგის თქმით, აშშ-ს მხარის მტკიცება, რომ ჩინეთთან არა კონფლიქტი, არამედ მხოლოდ შეჯიბრება სურს, ტყუილია. 

"სინამდვილეში, ამერიკული მხარის ე.წ. კონკურენცია არის ყოვლისმომცველი შეკავება და ზეწოლა, ნულოვანი ჯამის თამაში, სადაც შენ კვდები და მე [აშშ] გადავრჩები.

[...] თუ შეერთებული შტატები არ დაამუხრუჭებს და გააგრძელებს არასწორი გზით სიარულს, ვერცერთი დამცავი მოაჯირი ვერ შეუშლის ხელს რელსებიდან გადახვევას და აუცილებლად იქნება კონფლიქტი და დაპირისპირება." - თქვა განგმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო მეგობრობასა ურთიერთობაზეც ისაუბრა, “რომელსაც დასავლეთი, უკრაინის ომის ფონზე,  ყურადღებით აკვირდებოდა”. მისი თქმით, პეკინსა და მოსკოვს შორის კავშირები გლობალური საგარეო ურთიერთობების მაგალითია.

"ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობით, მსოფლიოს ექნება მამოძრავებელი ძალა. რაც უფრო არასტაბილური ხდება მსოფლიო, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთისა და რუსეთისთვის ურთიერთობების სტაბილურად განვითარება." - თქვა პრემიერმინისტრმა.

"იმდენი ბუშტია მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატები აპირებს, ყველა ჩამოაგდოს?" - თქვა ვან იმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 

ვან იმ აშშ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს აბსურდული ქმედებები საგარეო საქმეებთან დაკავშირებით.

დაძაბულობის ფონზე, პენტაგონის უმაღლესი თანამდებობის პირები ტაივანს ეწვივნენ.

Financial Time-ის ინფორმაციით, მაიკლ ჩეისი, ჩინეთთან დაკავშირებით თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ტაივანში ჩავიდა.

ჩეიზი აშშ-ს თავდაცვის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც გაემგზავრა კუნძულზე 2019 წლის ჰეინო კლინიკის ვიზიტის შემდეგ. ჰეილო კლინიკი აღმოსავლეთ აზიაში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო და თავის მხრივ აქამდე პენტაგონის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირად რჩებოდა, რომელიც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ტაივანს ეწვია.

კომენტარები