ამ კანონმა მკაფიოდ გვაჩვენა ის რეალობა, რაც კიდევ უფრო დიდ სურათს წარმოადგენს. ივანიშვილი, მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა და ჩვენი თავისუფალი, ღირსეული, ევროპული, დასავლური მომავალი, NATO-ში წევრობა და ევროკავშირისკენ სვლა არის შეუთავსებელი. არანაირი გვერდით მოვლითი გზები არ არსებობს. ამ რეჟიმის ხელში, საქართველოს სამშვიდობოს გასვლა არ უწერია. მისი ძალაუფლებისა და ფულის შენარჩუნებისთვის ეს ადამიანი ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით, უპირისპირდება დასავლეთს, საქართველოს იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან და მარტოს გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე. ამიტომ, მშვიდობის დროშის ქვეშ, რითიც ატყუებს ემოციურად მოსახლეობის ნაწილს, რეალურად, სწორედ რომ საფრთხეს გვიქმნის. რუსეთის პირისპირ დატოვებული საქართველო უზარმაზარი საფრთხის ქვეშ არის, კიდევ უფრო დიდის, ვიდრე დღეს და ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს 1990-იანებში, როდესაც დასუსტებულმა, "დემოკრატიული" ლიდერობის ელცინის რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში.
კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ
ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი მარტოს გვტოვებს რუსეთის საფრთხის წინაშე
tbl.ge/6amx
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 7 მარტს, აგენტების შესახებ კანონს პარლამენტის ბიურო განიხილავს. პარლამენტის გარეთ კი, მოქალაქეები აქციას მართავენ.
გიგა ბოკერიაევროპული საქართველოკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- ნოდია: ხალხმა დაამარცხა რუსული კანონი, მაგრამ რუსული ხელისუფლება ჯერ დასამარცხებელია
- მმკ-ის მღვდლები აშშ-ზე: სკამშერყეული ჰეგემონი ცდილობს საქართველოში დიქტატურის დამყარებას
- პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს
- ხაბეიშვილი: პარტიული მიკერძოებები გადადეთ გვერდით, ვკარგავთ ქვეყანას, გამოდით გარეთ
- მელია: უნდა გავიგოთ, რომ დღეს, ეროვნული და ევროპული ინტერესი არის ერთი და იგივე




