რუსული კანონი

თსუ-ს რექტორის მოადგილე: კანონს ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ რომ ვიღებდეთ, გასაგები იქნებოდა

მკითხეს და ღიად გპასუხობთ...

დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების ("სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს.

დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა...

თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონზე.

კომენტარები