კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ხაზარაძე: წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა შეიქმნას, რომელშიც რიგითი მოქალაქეები იქნებიან

მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომელშიც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ. საკითხი ასეთია - ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით. დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.

IPN-ს ცნობით, ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით. 

კომენტარები