მე მგონი, ჩვენ არ უნდა გვქონდეს კომპლექსი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ. ჩვენს კონსტიტუციაში წერია და გვიწერია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევრონტეგრაცია გვინდა, ეს კი არ გამორიცხავს, პირიქით, ევროკავშირს ასეთი ქვეყანა სჭირდება სწორედ - ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, სუვერენიტეტი გააჩნია, თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, თვითონ იღებს კანონებს, ისეთს, რომელიც თავსებადია, რა თქმა უნდა, ევროპულ კანონმდებლობასთან და მიუხედავად ზეწოლებისა, ის მოახერხებს იმას, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, ასეთი პროცესი უწყობს სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებას.
რუსული კანონი
მაჭარაშვილი რუსულ კანონზე: ევროკავშირს ასეთი ქვეყანა სჭირდება, ვისაც თავმოყვარეობა აქვს
tbl.ge/6alt
დაკოპირდა

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოელ აგენტებზე" რუსულ კანონპროექტს განიხილავენ.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




