კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ნაცვლიშვილი: კანონის მუხლების განხილვა ნიშნავს, ვიმსჯელოთ, ტყვიით მოვკლათ ქვეყანა თუ გაზით

ქართული ოცნება ზურგს გიმაგრებთ [გურამ მაჭარაშვილს], ძალიან სიმბოლურია, რომ ზურგს უკან ანრი ოხანაშვილი გიზით და გამყარებთ, მათ შორის, პროცედურული უსამართლობებით. იცით თუ არა და აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ კანონით, თქვენ კლავთ საქართველოს ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, პერსპექტივას. შესაბამისად, ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. ამაში აქ არავინ არ შემოგყვებათ. არა რუსულ კანონს!

თქვა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.

კომენტარები