კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

კორძაია: აქ წყდება ქვეყნის ბედი, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე

ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს. მანდატურები დაგვაყენეს თავზე, 70 კაცი ლამის. მე არ მახსენდება საქართველოს გაყიდვის ფაქტი გასაბჭოების შემდეგ - დღეს იგივე ხდება. ჩვენ ყველას გამოგვაძევებენ, თუ დღეს ხალხი არ მოვა და არ იტყვის თავის სიტყვას. მე გუშინ მოვუწოდე დღეს ჩემს სტუდენტებს. დღესაც მოვუწოდებ ყველას: თუ გაწუხებთ საკუთარი თავი, საკუთარი მომავალი, დღეს აქ წყდება ამ ქვეყნის ბედი. გეხვეწებით ყველას, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. 

ამბობს დეპუტატი, თამარ კორძაია. 

კომენტარები