კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ნაცვლიშვილი რუსულ კანონზე: უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი

ეს მულტიფუნქციური პროტესტი არ არის მხოლოდ ერთი დღის პროტესტი და წინააღმდეგობა, რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი და იყოს ყველგან, კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდანაც, ქუჩაშიც, ყველგან, სადაც ადამიანები ვარსებობთ, პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს. ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მეორედ გასაბჭოება. ამ პროცესში ყველას აქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შესატანი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც. ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო შეხვედრა და კიდევ ბევრი გვექნება. ვემზადებით ხანგრძლივი, ძალიან პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის საქართველოს მეორედ გასაბჭოების წინააღმდეგ, რისი მთავარი დროშაც არის ეს კანონი, მაგრამ მხოლოდ ეს კანონი არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსული ინტერესების გასატარებლად ქართული ოცნება იყენებს.

IPN-ს ცნობით, ამბობს ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი. 6 მარტს, პარლამენტში ივანიშვილის დეპუტატების მიერს ინიცირებული "აგენტების" კანონის განხილვა გაგრძელდება. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან 09:00 საათიდან საპროტესტო აქცია გაიმართება.  პროტესტს უერთდება ტაბულაც. 

კომენტარები